ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. გამარჯვებულად ის უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრისგან გახდა ცნობილი. პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა – შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული საბოლოო პასუხის წარდგენის ვადა. 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.
როგორ აფასებენ ანაკლიის პორტის კერძო ინვესტორის შერჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის პროცესს ექსპერტები. დარგის სპეციალისტებს მარიამ ბერძენიშვილი ესაუბრა.