„მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას“, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კონსორციუმში აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის დასრულებისა და ოპერირების ეტაპი გაურკვეველი დროით გადაიდება. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არაერთხელ სცადა, რომ თავიდან აეცილებინა დავის სცენარი, რომ პროექტის შემდგომი დაგვიანება არ მომხდარიყო.