„ნამახვანჰესის“ პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდება

მოულოდნელი განცხადება „ნამახვანჰესის“ პროექტზე.

ორი წლის წინ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. ამ ვარაუდს პრემიერის დღევანდელი კომენტარი აჩენს, რომლის მიხედვით არსებული პირობებით რიონის ხეობაში მასშტაბური ჰესის მშენებლობა არ გაგრძელდება. გაკეთდა კონკრეტული მინიშნებაც მიწის გადაცემის ვადებზეც. ეკოლოგიური ფაქტორების გარდა სწორედ მიწის საკითხია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჰესის მოწინააღმდეგეები უკვე თვეებია, საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ირკვევა, სახელმწიფო ახლა ინვესტორ კომპანიასთან პირობების შეცვლაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რასაც „ენკაშიც“ ადასტურებენ. ამ პროცესში ჩართვას ითხოვენ მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებიც, რომლებსაც პრემიერის დღევანდელი და მთავრობის წევრების მხრიდან დღემდე გაკეთებული განცხადებები კითხვებს უჩენთ. ხეობაში პროტესტი არ წყდება.

დატოვე კომენტარი