ანაკლიაში პორტის მშენებელმა კომპანიამ დემობილიზაცია დაიწყო და ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა გაყავს. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქვს ვალდებულება, სახელმწიფოს საინვესტიციო ტერიტორია 30 იანვრამდე დაუბრუნოს. ტექნიკის გაყვანის სამუშაოები სწორედ ამ პროცესს უკავშირდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად შეწყდა.