პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება

პარტია „საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს, თუმცა განხილვის პროცესში მონაწილეობას აპირებს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გახარიას გუნდის წევრებმა განმარტეს, რომ თუ საკანონმდებლო ორგანო მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებას დაარღვევს. ანა ბუჩუკურის თქმით, „სასამართლო სისტემაში კლანის გავლენის შესამცირებლად უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივას დაარეგისტრირებენ“. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რაც მართლმსაჯულების სისტემაში კლანური მმართველობის შესასწავლად საგამოძიებო ჯგუფის შექმნას გულისხმობს, მხარს არ დაუჭერს.

მოამბე