დეპუტატების მოთხოვნა

დეპუტატები – თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ. დეპუტატების განცხადებით, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატო-სთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგია. თეონა აქუბარდიას თქმით, არ ხდება კანონით გათვალისწინებული საკითხების რეგულარული განხილვები, რაც პრემიერის უშუალო პასუხისმგებლობაა. კანონმდებლები მთავრობის მეთაურისგან ითხოვენ განმარტებებს.