დღეიდან სამი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვნად დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ნისლი და ქარბუქია ნავარაუდევი.