საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას 24 წელი შეუსრულდა. თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში ამერიკის ელჩმაც. ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში მუშაობა 1998 წელს დაიწყო. ის ამჟამად ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ბიზნესგაერთიანებაა.