16 ქალი ცვლილებისთვის – ამერიკის საელჩოს ახალი პროექტი.
დამწყებ ახალგაზრდა ქალ კინორეჟისორებს, საშუალება აქვთ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები მოამზადონ. პროექტს ამერიკის საელჩოსთან ერთად მულტიმედია განათლების ცენტრი და „საკ დოკ“ ფილმი ახორციელებენ. რეჟისორები ღია კონკურსის მიხედვით შეირჩნენ – 50 მსურველიდან 16. მათ შორის 7 თბილისში ცხოვრობს, 9 კი – რეგიონებში.
ფილმის ტრეილერები 2018 წლის შემოდგომისთვის მომზადდება. ფილმები კი 2019 წელს გამოვა.