ამერიკათმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენცია იმართება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ღონისძიება ყოველწლიურია.
კონფერენციას 50-ზე მეტი მომხსენებელი ჰყავს. კვლევითი მოხსენებები ამერიკის პოლიტიკას, ისტორიას, კულტურასა და სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს.
კონფერენცია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ გახსნა.