ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი

ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. „ვულოცავ 4 ივლისს ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! საქართველო აფასებს ჩვენს გრძელვადიან მეგობრობასა და მხარდაჭერას ჩვენს გზაზე დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზე. ამ მნიშვნელოვან დღეს, ჩვენ ამერიკელ ერს ვუსურვებთ, რომ დარჩეს შთაგონებად თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის მთელ მსოფლიოში.“- წერს სალომე ზურაბიშვილი.