საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა ქუთაისში. შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად დალოცა. ალილოს მონაწილეებმა მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცეს. ალილოზე მიღებულ საჩუქრებს ისინი დღის ბოლოს სხვადასხვა ცენტრის ბენეფიციარებს დაურიგებენ. საზეიმო მსვლელობას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.