ალილო

დილიდან თბილისსა და რეგიონებში მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა მოაწყო და მოქალაქეებს ქრისტეშობა ახარა. თბილისში ალილოს მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და პარლამენტის, თბილისის საკრებულოსა და პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართნენ, სადაც საჩუქრები გადაეცათ. მოგვიანებით კი ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც ახლა „მოამბის“ ჟურნალისტი კესო ქაფიანიძე იმყოფება.