თბილისსა და რეგიონებში ალილოსთვის ემზადებიან. ტრადიციულად 7 იანვარს, მომლოცველთა და მგალობელთა გუნდი მსვლელობას მოაწყობს და მოქალაქეებს ქრისტესშობას ახარებს. მსვლელობის მონაწილეები თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტის, თბილისის საკრებულოსა და პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართებიან, სადაც მათ საჩუქრები გადაეცემათ. საზეიმო მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც 16:00 სთ-ზე შობის პარაკლისს გადაიხდიან.