ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს

ნიკო ფიროსმანის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის თიზერსალბერტინას მუზეუმი“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მუზეუმი საგამოფენო სივრცეს უთმობს ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის გამოფენას – „მისი კაშკაშა და დამაჯერებელი ნამუშევრები ძველი საქართველოს ცხოვრებიდან სცენებსა და ცხოველებს აჩვენებს. ეს არის ავანგარდული მიმართულება, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ“, – წერია სტატიაში.

ექსპოზიცია 26 ოქტომბერს გაიხსნება და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.

გამოფენა მხატვრის გარდაცვალების ასი წლისთავს ეძღვნება.