ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს
ნიკო ფიროსმანის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის თიზერს „ალბერტინას მუზეუმი“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მუზეუმი საგამოფენო სივრცეს უთმობს ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის გამოფენას – „მისი კაშკაშა და დამაჯერებელი ნამუშევრები ძველი საქართველოს ცხოვრებიდან სცენებსა და ცხოველებს აჩვენებს. ეს არის ავანგარდული მიმართულება, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ“, – წერია სტატიაში.
ექსპოზიცია 26 ოქტომბერს გაიხსნება და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.
გამოფენა მხატვრის გარდაცვალების ასი წლისთავს ეძღვნება.