ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ვენის ალბერტინას მუზეუმში

ვენის ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds – ამ სახელწოდების გამოფენას ვენის ალბერტინას მუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი.

პროექტის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის ხსოვნას ეძღვნება.