ალავერდის უძველესი ტაძარი ისტორიულ იერსახეს იბრუნებს.
რამდენიმე წლის წინ დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების წინანდელ ტრადიციებს გააცოცხლებს. მათ შორისაა ღვინის დაწურვა-შენახვის უძველესი ტექნოლოგიები.
რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად დაიგეგმა, აქტიურად არის ჩართული ეპარქიის ხელმძღვანელი, ალავერდელი მიტროპოლიტ დავითი. მას 3 თებერვალს 60 წელი შეუსრულდება.