ახმეტელის თეატრში თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესაზე დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
ცნობილი თურქი დრამატურგის, თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის თეატრალური პრემიერის შემდეგ, მის დასსა და მოწვეულ სტუმრებს თურქეთის ელჩმა უმასპინძლა.
საღამოზე სპექტაკლის აქტუალობას და თბილისში შემდგარი ჩვენების შედეგებზე იმსჯელეს.
პიესა სპეციალურად ახმეტელის თეატრისთვის დაიწერა და თურქულთან ერთად, მისი ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნის პრეზენტაციაც შედგა.
მასშტაბურ ქართულ-თურქული პროექტზე ქართველ მსახიობებთან ერთად რეჟისორმა, ირაკლი გოგიამ იმუშავა. თურქეთის ელჩის მიღებას მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, თუნჯერ ჯუჯენოღლუც დაესწრო.