პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

ილია ჭავჭავაძის ცნობილი პიესის კიდევ ერთი თეატრალური ვერსია.

მოზარდმაყურებელთა თეატრში „მაჭანკლის“ პრემიერისთვის ემზადებიან. მეცხრამეტე საუკუნის არტისტულ ლეგენდად წოდებული ნატო გაბუნიასთვის დაწერილი ორმოქმედებიანი კომედია და მასში გადმოცემული სასიყვარულო ისტორია თითქმის უცვლელი ფორმით იდგმება.

„კაცია ადამიანის“ შემდეგ დაწერილი პიესა ლუარსაბისა და დარეჯანის შეხვედრის ამბავზეა, თუმცა ორ მოქმედებიან ვოდევილში მთავარი გმირი სულ სხვაა.

მაჭანკალის“ პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში პირველ ნოემბერს გაიმართება.