პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის შემდეგ ანათ გოვის ცნობილ პიესას ქართულ სცენაზეც წარმოადგენენ.

„ოჰ, ღმერთო“ – ამ სახელწოდების სპექტაკლს მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ნახავს. ეს არის კომედია სევდიანი ეპიზოდებით და დრამებით, რომელიც ადამიანებს მთავარ ცხოვრებისეულ ღირებულებებს ახსენებს.

რეჟისორი სპექტაკლით ცდილობს საზოგადოებას უთხრას, რომ პრობლემის ძებნა არა სხვებით, არამედ საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ.

ახალი დადგმის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში 17-დან 19 მარტის ჩათვლით გაიმართება.