„ახალმა საქართველომ “ 2017 წლის თვითმმართველობის შედეგების კვლევის პრეზენტაცია გამართა
პოლიტიკურმა პლატფორმამ – ახალმა საქართველომ “ 2017 წლის თვითმმართველობის შედეგების კვლევის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო თბილისის შედეგები, რომელიც არჩევნების დღეს უბანზე ხმის მიცემისა და ხმების დათვლისას გამოვლენილ სხვადასხვა დარღვევებს ასახავს.
პარტიის წევრების განცხადებით, დარღვევები დედაქალაქის 10 საარჩევნო ოლქში გამოვლინდა. პოლიტიკური პლატფორმის წევრებმა პრეზენტაციაზე საკუთარი ინიციატივის შესახებ ისაუბრეს, რომელიც საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას ეხება.