12 მაისის მოვლენების შემდეგ, პარლამენტთან აქცია „ჩვენი სიცოცხლისთვის“ ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისგან კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.
შეგახსენებთ, 12 მაისს გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ რვა ნარკორეალიზატორი დააკავეს.