რუსთაველის გამზირზე აქციების მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა საგანს ესვრიან
რუსთაველის გამზირზე აქციების მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა საგანს ესვრიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ვითარება დაიძაბა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

მისივე ინფორმაციით, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციისა და კონტრაქციის მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა საგანს ესვრიან.

აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სამართალდამცველები დგანან, რომლებიც კონტრაქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, არიან დაკავებულებიც.