ახალი რეგულაცია ამოქმედდა იმ მრავალბინიანი კორპუსებისთვის, სადაც გათბობის ერთიანი სისტემით სარგებლობენ. თუ მანამდე ბინადრები გაზის არასაყოფაცხოვრებო ტარიფს იხდიდნენ, ახლა მათ უფლება ექნებათ, რომ გაზგამანაწილებელ კომპანიას მიმართონ და შერეული ტარიფის გადახდა მოითხოვონ. ასეთ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნებით მომხმარებელი გაზის გამოთვლა სპეციალური მეთოდოლოგიით მოხდება. ეს კი მომხმარებლებისთვის გათბობის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. სამშენებლო კომპანიებისთვის გათბობის ერთიანი სისტემების გამოყენება ნებაყოფლობითია. ასეთი სისტემის დამონტაჟების შემთხვევაში გარკვეული პირობების დაცვა იქნება საჭირო იმ კორპუსებში, რომელთა მშენებლობა 2025 წლის შემდეგ დასრულდება.