ახალი ტერმინალის მშენებლობა ფოთში

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება.

პროექტს რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ქართულ-ამერიკული კომპანია „პეის ჯგუფი“ განახორციელებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მთავრობის წევრებმა, ინვესტორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს.

მშენებლობას „ოპიკი“ დაფინანსებს.