აბასთუმნის ობსერვატორიის ახალ ტელესკოპსა და გუმბათს ავსტრიული კომპანია დაამზადებს. სამუშაოების ფარგლებში, 1.5-მეტრიანი ტელესკოპი, შესაბამისი აღჭურვილობისა და 12 მეტრის რადიუსის გუმბათი მოეწყობა. პროექტი მსოფლიო ბანკის 8 მილიონ 600 ათასი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ის 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს.
პარალელურად, ეკონომიკის სამინისტროს ციფრული მუზეუმის მოწყობის, ობსერვატორიის ადმინისტრაციული ნაწილის სრული რეაბილიტაციისა და წყალმომარაგების სისტემის გამართვისთვის სამუშაოები აქვს დაწყებული.