აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოები

18:38, 12.09.2021

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის მთავრობა 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ობსერვატორიაში სტუმრობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურს დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა მიაწოდეს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ობსერვატორიაში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელიც ობსერვატორიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და საერთაშორისო ასპარეზზე დაუმკვიდრებს ადგილს.

მსგავსი