ახალი თავდაცვის კოდექსი

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში თავდაცვის კოდექსის განხილვა მიმდინარეობს. გარკვეული პუნქტები პოლიტიკოსებს შორის კვლავ უთანხმოების თემაა. დაპირისპირებას კოდექსის ის ნაწილი იწვევს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს უკავშირდება. ახალი რეგულაციების თანახმად, მღვდელმსახურება ვეღარ იქნება ჯარში წასვლის გადავადების საფუძველი.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადის შემცირებას. იზრდება ანაზღაურებაც. მომავალი წლიდან თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ თანადაფინანსებით უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების მშენებლობა.