ახალი სკოლა საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა. ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია. სკოლა 150 ბავშვზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოწყობილია სკოლის ეზო და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მოამბე