გაიხსნა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 156-ე სეზონი.
მაყურებელს შესთავაზეს ტრილოგიის მესამე ნაწილი – „ექვთიმე“, რომელიც ექვთიმე ღვთისკაცის დაბადებიდან 160-ე – საიუბილეო წელს და წმინდანად მისი შერაცხვის მე-20 წელს ეძღვნება. მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია „ექვთიმე“ ტრილოგიის მესამე, დამაგვირგვინებელი ნაწილია. იდეის ავტორი და დადგმის ხელმძღვანელია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე. სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კი გოჩა კაპანაძეა.