ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტაქსის ოფიციალური გადაყვანის სერვისი დაემატა. მგზავრებს ახალი სერვისი დღეიდან მოემსახურებათ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში კომპანია BENE EXCLUSIVE-მა გაიმარჯვა. კომპანია მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ჰიბრიდული ავტომობილებით და ფიქსირებული ტარიფებით მოემსახურება. შესაძლებელია ავტომობილების ელექტრონულად დაჯავშნაც.