დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებებზე შეზღუდვა ამოქმედდა. თბილისში, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე დილის რვა საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მათ გადაადგილება აკრძალული აქვთ. საუბარია დაახლობით 1 600-მდე ქუჩაზე. დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 1 000 ლარია. განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში კი 3 000 ლარი.