ახალი სასწავლო სეზონი დაიწყო.
სამთვიანი დასვენების შემდეგ სკოლებში პირველი ზარი დაირეკა. წელს მოსწავლის სტატუსი მიიღეს იმ პირველკლასელებმაც, რომლებსაც ექვსი წელი პირველ დეკემბრამდე უსრულდებათ. სიახლეა სასწავლო პროგრამაშიც. ზედა კლასის მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული სწავლის მოდელი დაინერგა, რაც სასკოლო საგნების ათვისებასთან ერთად პროფესიული უნარების ათვისებასაც გულისხმობს. შედეგად მოსწავლე სკოლის დამთავრების შემდეგ სასკოლო ატესტატთან ერთად პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტსაც აიღებს.
სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ბაღებშიც.