სახელმძღვანელოების გრიფირება

21:30, 05.06.2018

რამდენჯერმე გადადებული პროცესი და ისევ უპასუხოდ დარჩენილი კითხვა: როდის გამოცხადდება სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების შედეგები.

ბოლო თარიღად 31 მაისი იყო დასახელებული, თუმცა განათლების სამინისტრომ დრო კიდევ ერთხელ, ამჯერად 15 ივნისამდე გადაწია.

პროცესის შეფერხების გამო გამომცემლებს კითხვები აქვთ. მითუმეტეს, რომ სასწავლო სეზონის განახლებამდე სამი თვე რჩება. ამ პერიოდში კი 3 მილიონამდე სასკოლო წიგნია ჯერ დასაბეჭდი, შემდეგ კი შესაძენი და სკოლებში დასარიგებელია.

მსგავსი