„ტელესკოლის“ ახალი სეზონი 

„კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს საქართველოს პირველი არხის მიერ შექმნილი უპრეცედენტო სატელევიზიო პროექტი 15 სექტემბრიდან ისევ ეთერში დაბრუნდება.

„ტელესკოლის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაღებები უკვე დაიწყო. მიმდინარეობს გაკვეთილების ჩაწერა. სატელევიზიო გაკვეთილები სტუდიების გარდა სხვა სივრცეებშიც ჩატარდება. ახალი სასწავლო სეზონიდან „ტელესკოლის“ ცხრილს ახალი საგნებიც დაემატება.