თითქმის სამწლიანი სამუშაოები დასრულებულია.
ბაგები უნივერსიტეტის ქუჩას ახალი ოთხზოლიანი ხიდით დაუკავშირდება. საავტომობილო მონაკვეთი დღეს გაიხსნა. თუ მანამდე ერთი წერტილიდან მეორემდე მისასვლელად შემოვლითი გზის, ანუ თამარაშვილის გავლა იყო საჭირო, ახლა საავტომობილო მარშრუტი და შესაბამისად, მგზავრობის დრო 12-ჯერ მცირდება. 260-მეტრიან ხიდზე ტროტუარები და სანიაღვრე სისტემებიც მოეწყო. ქართველი ინჟინრების მიერ დაპროექტებული და უნიკალური ტექნოლოგიებით აშენებული ხიდი, რომელზეც 36 მილიონი ლარი დაიხარჯა.