სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ალიანს გრუპმა“ გორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა. მეურნეობის ასაშენებლად ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 1500 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში მუდმივად 30 ადგილობრივია დასაქმებული. სამაცივრო მეურნეობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.