2011 წელს დაწყებული სირიის სამოქალაქო ომი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ომში ღიად ჩანს გლობალური ძალების პოლიტიკური ინტერესებიც, რაც სამხედრო კამპანიის დაწყების მიზეზი არაერთხელ გახდა. ამჟამადაც ანალოგიური მდგომრეობაა. სირიის ჩრდილოეთში აშშ-ის მიერ ეთნიკური ქურთების შეიარაღებამ, თურქეთის გაღიზიანება გამოიწვია. ანკარა სირიაში შეჭრისთვის ემზადება. სამხედრო ოპერაციის დაწყება სირიაში უსაფრთხოების კუთხით ისედაც მყიფე მდგომარეობას, კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყენებს. 29-30 იანვარს, სოჭში, კონფლიქტის დარეგულირებას სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესზე შეეცდებიან.