სამტრედიაში თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი გაიხსნა.
აუზი ყველა ასაკის მოქალაქეს ემსახურება. სპორტულ კომპლექსში სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და სპა პროცედურების ჩატარება არის შესაძლებელი. კომპლექსის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის ინიციატივის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში განხორციელდა, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტი 2023 წელს იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ სპორტული ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელების თვალსაზრისით 12 მუნიციპალიტეტიდან პირველი ადგილის მფლობელად დასახელდა.