შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას საკუთარ პრობლემას კიდევ ერთხელ ახსენებენ. სახელმწიფო სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო შშმ პირს არ უნდა უყურებდეს როგორც მხოლოდ პაციენტს.
თუმცა, მეოთხე წელია, ეს ჩანაწერი ფურცელზე რჩება. შედეგად, სპეციალური საჭიროებების მქონე მოქალაქეები მათთვის აუცილებელ მომსახურებას ვერ იღებენ.
გვანცა გავაშელი დაინტერესდა, შეცვლის თუ არა ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო მოდელს სოციალური მოდელი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების ინდივიდუალურად შესწავლას მოითხოვს.