პეკინის ქუჩაზე შუქნიშნები ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობებით აღიჭურვა
პეკინის ქუჩაზე შუქნიშნები ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობებით აღიჭურვა

პეკინის ქუჩის შვიდ გზაჯვარედინზე არსებულ შუქნიშნებზე ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობები დამონტაჟდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან, მხედველობაშეზღუდული შშმ პირები ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთამდე შუქნიშნის მწვანე ნათების შესახებ ინფორმაციას ხმოვანი სიგნალით მიიღებენ.

პეკინის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნამდე არსებულ შვიდივე გზაჯვარედინის შუქნიშნებზე სულ 27 მოწყობილობა დამონტაჟდა.

მერიის ცნობით, უახლოეს ხანებში ხმოვანი მოდულები დედაქალაქის კიდევ მინიმუმ 5 შუქნიშნიან გზაჯვარედინს შეემატება. დღემდე თბილისში სულ ასეთი 18 ობიექტი იყო.