სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსება სავალდებულო ხდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და ის 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ტექნიკური რეგლამენტის მიზანი, ნებისმიერი ტიპის სამუშაო ადგილზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და უბედური შემთხვევების მაქსიმალური პრევენციაა.