შეზღუდვები სატრანსპორტო სფეროში.
მომავალი წლიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რაც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს კრძალავს. საქართველოში „ევრო 5“-ის სტანდარტი მკვიდრდება. ეს ნიშნავს, რომ ასაკის მიხედვით მანქანების იმპორტზე შეზღუდვები დაწესდება. რეფორმის მიზანი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებაა. თუმცა ცვლილება არ შეეხება რეექსპორტისთვის განკუთვნილ ავტომობილებს. მოსალოდნელი რეგულაცია პროტესტის მიზეზი ხდება. ავტოიმპორტიორების და მოქალაქეების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილების გადავადებას ითხოვს.