კინო-ეკრანებზე მალე რეჟისორ ოთარ შამათავას ახალი ფილმი გამოვა.
„ურსუსი“ – ამ სახელწოდების ფილმში მთავარ როლს ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად დათვი ასრულებს. კინო-სურათი ახალგაზრდა მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც მთელი ცხოვრება ბერლინის კინოფესტივალზე მოხვედრაზე ოცნებობს, ამ სურვილის ასახდენად კი ის თავად გადაიქცევა დათვად.
„ურსუსი“ ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტი და 4 ქვეყნის კოპროდუქციაა.