კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი

მეოთხე დღეა ეროვნულ კინოცენტრთან კინოს სფეროს წარმომადგენლების პროტესტი გრძელდება.

აქციის მონაწილეები ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს იკრიბებიან და ეროვნული კინოცენტრის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვთ, რომელთა შორისაც არის ეროვნულ კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაციის შეჩერება, კინოცენტრის ხელმძღვანელის შერჩევა კონკურსის წესით და პროცესების გამჭვირვალობა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ, ვიდრე მათ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.