ახალი პროგრამა ფერმერი ქალებისთვის​

სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროგრამა იწყება.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ქვეყნის სამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს, ვისაც სასათბურე მეურნეობის მოწყობა სურს, დახმარებას სთავაზობს. მაქსიმუმ 25 ათასი ლარით დაფინანსდება ყველა ის ფერმერი, რომლის სასათბურე მეურნეობის ფართობიც მინიმუმ 200 კვადრატულ მეტრს შეადგენს.