ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი წლის განმავლობაში საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში გადამზადდება. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, ათასს აიტი სპეციალისტს საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვების საშუალება ექნება, 300 მათგანი კი დასაქმდება. პროექტის პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი, ევროკავშირის ელჩსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.