„საქართველო 360“ - პირველი არხის ახალი პროექტი

საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – ტელევიზია მოქალაქეებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვირტუალური მოგზაურობის საშუალებას აძლევს, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

360georgia.ge – ამ მისამართზე დღეიდან მუშაობას იწყებს ახალი საიტი, სადაც ვირტუალური ტურები განთავსდება. საქართველოს გამორჩეული ადგილები, მუზეუმები, კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური ძეგლები, სხვადასხვა კუთხის კულინარიული ტრადიციები – ირაკლი გედენიძის მიერ 360 გრადუსით გადაღებული ფოტოები ერთ სივრცეში მოიყრის თავს. ახალი მედია-პლატფორმის იდეის ავტორი ვასილ მაღლაფერიძეა.

პროექტი საქრთველოს ყველა რეგიონს მოიცავს. 360georgia.ge-ზე განთავსებულია ისეთი ძეგლებიც, რომლებსაც ადამიანები რთული რელიეფის გამო, არც თუ ისე ხშირად სტუმრობენ. ამ ეტაპზე საიტზე 4000-მდე  მაღალი გარჩევადობის ფოტოა ატვირთული და უკვე შესაძლებელია რამოდენიმე ათეული მარშრუტის დაგეგმვა.  პარალელურად გადაღებები რეგიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს და საიტი მუდმივად განახლდება. 360georgia.ge ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც.

დატოვე კომენტარი