ახალი პროექტი სკოლებში

21:20, 19.01.2018

მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის სკოლებში მალე ახალი საგანი დაინერგება. პროექტის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები მოზარდებს ხუთ საგანში ლექციებს წაუკითხავენ. ინიციატივის მიზანი საგანმანათლებლო პროცესში უნივერსიტეტების აქტიური ჩართვა და კონკრეტული საგნისადმი მოსწავლეების ინტერესის გაღვივებაა. ამისთვის კი პროექტის მონაწილეებს სახალისო და არასტანდარტული მეთოდების გამოყენებაც მოუწევთ.

ონლაინ-გაკვეთილების ჩასატარებლად პროფესორ-მასწავლებლებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

მსგავსი